“თურქეთი და საქართველო ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო არ არი­ან მხო­ლოდ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი. ეს ორი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, რო­მელ­საც ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი კავ­ში­რე­ბი აერ­თი­ა­ნებს“, – ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • ერ­დო­ღან­მა იმ თე­მებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მი­ხელ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გამ­ყარ­დე­ბა.

“ჩვენ ვართ ორი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა, რო­მე­ლიც არის ხერ­ხე­მა­ლი შუა კო­რი­დო­რის და ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნავ­თობ­სა­დე­ნი და გაზ­სა­დე­ნი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ სამ­შობ­ლო მეს­ხე­ლი თურ­ქე­ბის, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბით იყ­ვნენ გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლო­დან 1944 წლის ნო­ემ­ბერ­ში.

ჩვენს დის­კუ­სი­ებ­ში, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ კავ­ში­რებს, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ ჩვენს მზა­ო­ბას, გა­ვაღ­რმა­ოთ ჩვე­ნი შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩვენ კი­დევ უფრო გან­ვაგ­რძობთ წინსვლას, გან­ვი­თა­რე­ბას ჩვე­ნი ვაჭ­რო­ბის, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს არის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. ჩვენ დიდი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა გვაქვს – 3 მლრდ დო­ლა­რი, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და და მივ­დი­ვართ ახა­ლი მიზ­ნე­ბის­კენ, რო­გო­რიც არის 5 მლრდ დო­ლა­რი და აგ­რეთ­ვე, რომ გვქონ­დეს მეტი ურ­თი­ერთ ინ­ვეს­ტი­ცია.

იმ კარ­გი, გულ­თბი­ლი ატ­მოს­ფე­როს წყა­ლო­ბით, რაც არის შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში – ათა­სო­ბით თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით, გარ­და ამი­სა, სა­მა­სი სამ­შე­ნებ­ლო დიდი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, უკვე არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, ჩემს კო­ლე­გას­თან ვი­სა­უბ­რე ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ზე. თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­ხედ­რო-თავ­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა – ეს არის ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის სა­კი­თხე­ბი.

ჩვენ აგ­რეთ­ვე გავცვა­ლეთ აზ­რე­ბი იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც ხდე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში და სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში. მსურს, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით ვი­სარ­გებ­ლო და ხაზი გა­ვუს­ვა მყარ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ჩვენ წვლი­ლი შეგ­ვაქვს რე­გი­ო­ნუ­ლი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის საქ­მე­ში.

შავ ზღვა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე კავ­კა­სი­ა­ში და აგ­რეთ­ვე, ომზე უკ­რა­ი­ნა­ში, ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ა­ზე ღა­ზა­ში, ამ სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­რე პრე­ზი­დენტ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და სა­ქარ­თვე­ლო და თურ­ქე­თი ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ერ­თად მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ჩვენს რე­გი­ონ­ში და რე­გი­ონს მიღ­მაც.

მე აგ­რეთ­ვე, გა­და­ვე­ცი პრე­ზი­დენტ ყა­ვე­ლაშ­ვილს ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი მეს­ხი თურ­ქე­ბის ღირ­სე­ულ და უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე თა­ვის ის­ტო­რი­ულ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში და ჩვენ, რო­გორც თურ­ქე­ბი, ღირ­სე­ულ მხარ­და­ჭე­რას აღ­მო­ვუ­ჩენთ ამ პრო­ცესს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გამ­ყარ­დე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე”, – გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.