ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია გახდა – „პოლიტიკო“

ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია გახდა.

ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

სოციალური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის ინსტიტუტის, Forsa-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამომრჩეველთა 26%-ს მიიღებდა.

ულტრამემარჯვენე პარტია ასწრებს გერმანიის კანცლერის, ფრიდიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ კავშირს“, რომელსაც ამომრჩეველთა 24% დაუჭერდა მხარს.

ცნობისთვის, ამჟამად „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, გერმანიის კანცლერი ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, კერძოდ, ომზე უკრაინაში და აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობაზე დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში და სულ უფრო მეტად კარგავს მხარდაჭერას შიდა ასპარეზზე.