„ევროპა ომისთვის ემზადება, იარაღის საწარმოები სამჯერ უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე ადრე“ – FT

ევროპა ომისთვის ემზადება და იარაღის საწარმოები სამმაგი სისწრაფით ფართოვდება“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Financial Times.

ევროპაში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები სამჯერ უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მშვიდობის დროს ფართოვდებოდა და ახალი სამხედრო ინდუსტრიული საწარმოები უკვე 7 კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპაში ისტორიული მასშტაბის გადაიარაღება მიმდინარეობს.

ექსპერტების შეფასებით, ევროპულ საწარმოებში წარმოების აქტივობა მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

როგორც მედია წერს, ყველაზე დიდი გაფართოების მქონე ობიექტებს შორისაა გერმანული თავდაცვის გიგანტი Rheinmetall-ისა და უნგრეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანია N7 Holding-ის ერთობლივი პროექტი, რომელმაც უნგრეთის ქალაქ ვარპალოტაში საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის დიდი საწარმოო ობიექტი ააშენა.

BAE Systems, ასევე, აფართოებს უელსში არსებულ საწარმოო ობიექტებს და ზრდის გერმანული ქარხნის სიმძლავრეს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოებისთვის.

ეს ხდება ევროკავშირის მთავრობებს შორის დავის ფონზე, თუ როგორ შეინარჩუნონ კიევისთვის იარაღის მიწოდება და ამავდროულად აღადგინონ საკუთარი მარაგი აშშ-ის მხარდაჭერის შესუსტების ფონზე.