ტრამპის ადმინისტრაცია გამოცემა The Times-ს სტივ უიტკოფთან დაკავშირებით ყალბი ცნობის გავრცელებაში ამხელს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოცემა The Times-ს ყალბი ცნობის გავრცელებაში ამხელს. განცხადება თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქმე ეხება გამოცემის პუბლიკაციას, რომელშიც The Times-მა დაწერა, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის იდეას უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე.

„ეს The Times-ის სრულიად ყალბი და დაუდევარი რეპორტაჟია“, – წერს ანა კელი.