პოლონეთში 17 წლის ორი უკრაინელი დააკავეს, რომლებმაც ვოლინის ტრაგედიის ძეგლზე „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშები დაახატეს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
როგორც პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იუწყება, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვოლინის ტრაგედიის ძეგლს უკრაინის ამბოხებულთა არმიის დროშა დაახატა და მიაწერა „დიდება UAI-ს“.
პოლონეთის პროკურატურა ამ საქმეს იძიებს.
რამდენიმე დღის წინ ვარშავაში ჩატარებულ კონცერტზე უკრაინელებმა ასევე „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშები აღმართეს. მათსა და პოლონელ სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 50-ზე მეტი უკრაინელის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.