“ტრამპის ადმინისტრაცია გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად“ – ვლადიმირ პუტინი

“დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ენერ­გი­ულ ძა­ლის­ხმე­ვას იჩენს“, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ალას­კა­ზე აშშ-თან და­გეგ­მილ სა­მი­ტამ­დე ერთი დღით ადრე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„რო­გორც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ჩემი აზ­რით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია საკ­მა­ოდ ენერ­გი­ულ და გულ­წრფელ ძა­ლის­ხმე­ვას იჩენს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, კრი­ზი­სის და­სას­რუ­ლებ­ლად და შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად, რაც ამ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მხა­რის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის“, – გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

  • მისი თქმით, აშშ-თან კონ­ტაქ­ტე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი, შე­საძ­ლოა, სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ტე­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა იყოს.

„ამე­რი­კის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცია ენერ­გი­ულ ძა­ლის­ხმე­ვას იჩენს იმის­თვის, რომ ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნას რო­გორც ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის, ასე­ვე ევ­რო­პა­სა და მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ო­ში, თუ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ტე­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის სფე­რო­ში შე­თან­ხმე­ბებს მი­ვაღ­წევთ“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.