რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრზე დღეს უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური შეტევა განხორციელდა. ქალაქში სროლის და აფეთქებების ხმები ისმის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, ბელგოროდის ცაში სულ მცირე 30 დრონი იყო განადგურებული. შეტევები ბელგოროდის ადმინისტრაციის შენოებზა და სხვა ობიექტებზე განხორციელდა. მათ სერიოზული დაზიანებები მიიღეს. დრონებს ავტომატებით შეიარაღებული მობილური ჯგუფები ებრძვიან.
შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. რამდენიმე ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქებები ქალაქის ცენტრში ხდება. როგორც რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, „ბელგოროდის მოსახლეობა ახლა განიცდის იმას, რაც არასოდეს განუცდია თანამედროვე ისტორიაში“.
დრონების იერიშის გამო სახელმწიფო დაწესებულებები მუშაობს დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. დიახურა სავაჭრო ცენტრები, მოსახლეობას სთხოვენ, რომ ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავოს.