ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრა კარგად თუ წარიმართება, ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის შანსია – კირილ დმიტრიევი

ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრა კარგად თუ წარიმართება, ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის შანსია, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

დმიტრიევის თქმით, რუსეთის პოზიციის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პირისპირ მოსმენა და დიალოგი.

„ვფიქრობ, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოზიტიური შეხვედრაა მსოფლიოსთვის, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დიალოგი არ მიმდინარეობდა. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიციის პირისპირ მოსმენა. რუსეთის პოზიციის შესახებ ბევრი გაუგებრობა და დეზინფორმაცია ვრცელდება. ეს ასევე შანსია, გადავტვირთოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობები, თუ შეხვედრა კარგად ჩაივლის“,- განაცხადა დმიტრიევმა.