საპროტესტო გამოსვლები სერბეთში გრძელდება, დემონსტრანტებმა მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ ოფისები დააზიანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გუშინ ღამით შეტაკებები მოხდა. დაშავდა ათობით ადამიანი. მათ შორის პოლიციელებიც არიან.
საპროტესტო აქციები სერბეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მიზეზი ქალაქ ნოვი სადში ახლად გარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამოინგრევა გახდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით ის და კიდევ 13 პიროვნება, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულნი, დააკავეს. 2025 წლის იანვარში პოსტი დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა საპროტესტო გამოსვლები არ შეწყვეტილა.