ჯო უილსონი – სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციელებს

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი იკვეხნის საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ცდილობს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განცხადებით, ჩინეთი ცდილობს, აშშ-ს „შუა დერეფანი“ გამოუკეტოს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციებს!“- წერს უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.