ისრაელში, ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ღაზაში ომის დასრულებას და „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დაბრუნებისთვის შეთანხმების მიღწევას ითხოვდნენ.
აქცია ერთდღიანი გაფიცვის ფარგლებში იყო ორგანიზებული, რა დროსაც გადაიკეტა გზები, დაიხურა ოფისები და უნივერსიტეტები. პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პროტესტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აქციების მონაწილეები „ჰამასის“ პოზიციებს აძლიერებენ და მძევლების გათავისუფლებას აჭიანურებენ.
ისრაელის მთავრობის შეფასებით, ღაზაში 50 მძევალი რჩება, აქედან ცოცხალი მხოლოდ 20-ია.