მათივე პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
“ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი შეფასებით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+3.6% წ/წ)”, – ნათქვამია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.