ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ჟურნალისტი ყოფილი ფეხბურთელს “ტიტუშკად” მოიხსენიებს, შეურაცხყოფისთვის უჩივის

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ბექა გო­ცი­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის თქმით, გო­ცი­რი­ძემ მის მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ზონ­დე­რი, რო­მე­ლიც მო­მიხ­სე­ნი­ებს ისე­თი სი­ტყვე­ბით, რომ­ლებ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ვერ გა­უშ­ვე­ბენ”, – წერ­და ორი დღის წინ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

“გა­დავ­წყვი­ტე, რომ მათი ენით ვე­ლა­პა­რა­კო. ჯერ და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა, რომ­ლის შემ­დე­გაც და­ა­კა­ვეს პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ინ­ტე­რე­სებს ტეს­ტი ჩა­ვუ­ტა­რო ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, რომ მა­შინ, რო­დე­საც მე ბა­ტის სმა­ი­ლის­თვის და­მა­ჯა­რი­მეს, მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ იქ­ცე­ვა სა­ხელ­მწი­ფო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, როცა მათი ტი­ტუშ­კე­ბი ასე მოგ­ვმარ­თა­ვენ ჩვენ. ნა­ნუ­კას ხსე­ნე­ბით ინ­გე­ი­ჯმენ­ტის მო­მა­ტე­ბით და “ქო­ცე­ბის” გა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბით და­ვი­ღა­ლე. ნა­ნუ­კას თუ ახ­სე­ნებს ასე­თი უმო­რა­ლო ადა­მი­ა­ნი, ჩათ­ვლის, რომ ამით უფრო მეტ ქუ­ლას და­ი­წერს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­შიფ­ში. იმ სი­ტყვებს, რი­თაც მე ის პირ­და­პირ ეთერ­ში მომ­მარ­თავს, მე მას არ ვა­პა­ტი­ებ, გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ­ბა­ვია და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ინ­ტე­რე­სებს რა ტესტს ჩა­ა­ბა­რებს ახლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­დე­საც მათი ტი­ტუშ­კა და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლი ეყო­ლე­ბათ,” – გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა “TV პირ­ველ­თან”.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბექა გო­ცი­რი­ძის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, 1 -ლ აგ­ვის­ტოს შსს-მ აქ­ცი­ის ორი მო­ნა­წი­ლე თორ­ნი­კე თოშ­ხუა და მინ­დია შერ­ვა­ში­ძე, და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლად ბექა გო­ცი­რი­ძის ჩვე­ნე­ბა და აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და­სა­ხელ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ გო­ცი­რი­ძე ჯერ სი­ტყვი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, შემ­დეგ კი ჩხუ­ბი იწყე­ბა. აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გო­ცი­რი­ძემ პრო­ვო­კა­ცია დად­გა და მათ მიერ გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­ში მისი ცივი ია­რა­ღიც ჩანს, თუმ­ცა შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან ეს ეპი­ზო­დი ამოჭ­რი­ლია.

იუ­რის­ტმა საბა ბრაჭ­ველ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: “ბექა გო­ცი­რი­ძე ჯი­ბე­ში და­ნით და ხმა­მა­ღა­ლი გი­ნე­ბით რუს­თა­ველ­ზე მი­ვი­და, ჩხუ­ბი თვი­თონ ატე­ხა, და პო­ლი­ცი­ამ კი ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ჭი­რა, ვინც მას დანა წა­არ­თვეს”.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ გო­ცი­რი­ძემ “ტი­კტოკ­ზე“ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ცემა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და თავი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და.

გო­ცი­რი­ძე ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, მას ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რებ­ში 12 მატჩში 1 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი. მან კა­რი­ე­რა “ამერ­ში” და­ი­წყო. შემ­დეგ იყო “ზეს­ტა­ფო­ნი”, უკ­რა­ი­ნულ “დნიპ­რო­ში” თა­მა­ში­სას, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და მისი კა­რი­ე­რა უკან წა­ვი­და…

ამის მერე მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში იას­პა­რე­ზა კი­დეც, თუმ­ცა – წა­რუ­მა­ტებ­ლად.