რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-ემ“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა და 140 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა მტრის 88 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- მათივე ინფორმაციით, რაკეტებისა და დრონების დარტყმები დონეცკის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქებში 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
თავდასხმის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანi დაიღუპა და 20 – დაშავდა. 6 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიევის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ანგარი დაზიანდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა