ლუკა ეხვაია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება, – წერს საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ, რომ საზოგადოება უკრაინის გამარჯვებაში დაარწმუნონ, რაც იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგია, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ არასამთავრობოები, უკვე წლებია, ურცხვად განაგრძობენ. ეხვაიას თქმით, მათ „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს სიმულაციაში აცხოვრებენ, თუმცა, საქართველოში ეს კამპანია დამარცხდა და მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა.

„უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. გარდა ამისა, სიღარიბის მაჩვენებელი ხუთჯერაა გაზრდილი, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ომის პირობებში სიღარიბეში ცხოვრობს, მოსახლეობის 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, სხვადასხვა პროექციის მიხედვით, 2051 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25 მილიონამდე შემცირდება, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა, რადგან ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს და რადგან ევროპა „ერთ მუშტადაა შეკრული“ – აი, ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ, „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს ისეთ სიმულაციაში აცხოვრებენ, რისი დასასრულიც მხოლოდ თვითდესტრუქცია შეიძლება იყოს.

საქართველოში ეს კამპანია და გარე ძალების გეოპოლიტიკური მიზნები დამარცხდა, მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა, ახლა უკვე დროა უფრო წინ წავიწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, რა უნდა დავაშენოთ მდგრად მშვიდობაზე“, – წერს ლუკა ეხვაია.