კირ სტარმერი აცხადებს, რომ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების ორი მნიშვნელოვანი შედეგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ზელენსკი-პუტინის შეხვედრას ეხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებს. კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს.

„შეხვედრა კარგი და კონსტრუქციული იყო. იქ დამსწრე ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ერთიანობის ნამდვილი განცდა იყო. ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ. პირველი, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები, ეს უკვე 30 ქვეყანაა, რომლებიც ერთად მუშაობენ უსაფრთხოების გარანტიებზე, ახლა აშშ-თან ერთად იმუშავებენ ამ გარანტიებზე. ჩვენ უკვე დავავალეთ ჩვენს გუნდებს, რომ ამ მიმართულებით შემდგომი დეტალური მუშაობა განახორციელონ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისთვის;

მეორე შედეგი იყო შეთანხმება, რომ ახლა შეხვედრა იქნება პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ეს იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ეს არის იმ პრინციპის აღიარება, რომ ამ საკითხებიდან ზოგზე, იქნება ეს ტერიტორია თუ ტყვეების გაცვლა, ან ბავშვების დაბრუნების ძალიან სერიოზული საკითხი, უკრაინის მაგიდასთან ყოფნა აუცილებელია. ეს ის ორი შედეგია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრიდან, ეს პოზიტიური შედეგებია. ერთიანობის ნამდვილი განცდა იყო. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ წინსვლას“, – განაცხადა სტარმერმა.