რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, შესაძლოა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართოს. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, გუშინ გვიან საღამოს თეთრ სახლში მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერს დაურეკა და მასა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზებაზე დაიწყო მუშაობა, რომლის შემდეგ უკვე სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
Reuters ევროპული დელეგაციიდან განუცხადეს, რომ შეხვედრების ასეთი თანმიმდევრობა შესთავაზა პუტინმა ტრამპს. ამასთან ერთად, რუსეთში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლოს პირდაპირი მოლაპარაკებები ივლისში სტამბოლში გაიმართა. ზელენსკის მზაობის მიუხედავად, მასში პუტინმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.