სახელმწიფო გადატრიალების სარგებლიანობის შესახებ – გულბაათ რცხილაძის გზავნილი სოც. ქსელში

ე. წ. “დემოკრატიულ პარადიგმაში” თავისუფალ ადამიანებს, მთელ ერებს, თავს მოახვიეს აზრი, რომ “საყოველთაო” არჩევნები არის ერთადერთი სწორი და მისაღები ფორმა ხელისუფლების ცვლილებისა. მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და ანტიხალხურ დატვირთვას არ იძენენ, არ არიან ერთი ტირანის ან ტირანთა ჯგუფის – ოლიგარქთა ხელში მანიპულაციის იარაღი, ეს აზრი სწორია. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს შეფარულ ტირანიასთან, არჩევნები ხდება ფარსი. გამოსავალი არის სახელმწიფო გადატრიალება ან (პირობებისდა მიხედვით), სულაც, რევოლუცია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ ტირანიის ესა თუ ის ფორმა პირდაპირ ღუპავს სახელმწიფოს და ერს.

მრავალი მაგალითია, როდესაც ჩიხში შესულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სამხედრო ელიტები იღებენ. ამხობენ თუნდაც “დემოკრატიულად” არჩეულ ხელისუფალთ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სამხედრო გადატრიალებებს დადებითი შედეგი მოაქვს ყოველთვის და პროგრესს ნიშნავს ყველა შემთხვევაში; პირიქითაც ხდება. მაგრამ სამხედრო გადატრიალება ცარიელ ადგილზე არ ხდება, იგი არის კრიზისების განვითარების ეტაპი, არის რეაქცია გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებზე და მიანიშნებს, რომ ერი ცოცხალია. თუ როგორ ხდება შემდგომი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ამას ახლა არ განვიხილავ.

საქართველო კვდება, ნელა, მაგრამ გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის გარდაუვალობას ეჭვს ქვეშ მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება დააყენებს, მაგრამ ასეთი ჰორიზონტზე არ ჩანს. საქართველოს არ ჰყავს სამხედრო ელიტა. ცალკეული ღირსეული ოფიცრები ამინდს ვერ შექმნიან, რადგან არც ჯარი არსებობს, როგორც ასეთი. არის მცირერიცხოვანი ჯგუფი კანონით შეიარაღებული ადამიანებისა, რომლებიც უბრალოდ ხელფასს იღებენ და ელიან რაღაც პერსპექტივებს საერთაშორისო თანამშრომლობის (პირველ რიგში ნატოსთან თანამშრომლობის) ფარგლებში. შეიძლება, დღეს გენერლები მეტი გვყავს (გადამდგარ გენერლებთან ერთად), ვიდრე მოქმედი ჯარისკაცი. ეს არ არის არმია, ეს არ არის ერი და ეს არ არის სახელმწიფო. ეს არის ამ ყველაფრის იმიტაცია. ხალხს, რომლისთვისაც სიტყვა “მხედრიონი” სალანძღავი გახდა (თუნდაც ცალკეული ბანდიტების გამო), სამაგიეროდ კი, “მდედრიონი” უჭკნობი თემაა, მომავალი არ უწერია.

დღეს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილიც არაჯანსაღ მდგომარეობაშია და თავს იტყუებს, რომ ახლანდელი ადგილობრივი “არჩევნების” გზით რაიმე პერსპექტივა ისახება. არაჯანსაღი ნაწილი კი უფრო მრავალრიცხოვანია და ის გადაწყვეტს არჩევნების ბედს – ქოცების და მათი ნაირსახეობების ხელში დალევს სულს საქართველო (ანუ ქოცებს თუ მოისვრიან ამერიკელები და ევროპელები, ჯამში მაინც არაფერი შეიცვლება). ეს მოხდება დაახლოებით 20-25 წელიწადში, როდესაც კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს ქართველების ბუნებრივი კლება (სიკვდილიანობის სიჭარბეს შობადობასტან შედარებით ბოლო არ უჩანს).

მე ზოგადად არ ვარ დიქტატურის მომხრე (ჩემი საკუთარი დიქტატურა თუ იქნება, ისეთს დავუჭერ მხარს და ყველა ადამიანის ბუნებაშია ასე, რომ საკუთარი თავი ჰგონია ყოველთვის მართალი 🙂 ). მხარს ვუჭერ ბალანსს. 2012-ში ხმა მივეცი არა ქოცების პარპაშს, არამედ გაპარპაშებული ნაცების დემონტაჟს და გარკვეულ ძალთა ბალანსს. ახლაც ასე ვარ. მინდა, რომ არჩევნების შედეგად მოხდეს ერთპარტიული დიქტატურის დემონტაჟი. მაგრამ, ვუბრუნდები პირველ აბზაცს – ამჟამინდელი არჩევნები ფარსია და არაფრის მომტანი, გარდა უბედურებისა. ბალანსის ნაცვლად გაძლიერდება ანარქიის ნიშნები, გაძლიერდება გარედან ჩარევები. დღეს ვხედავთ, რომ საქ. ხელისუფლება ერთგვარად ეურჩება დასავლეთს, მაგრამ ეს ზედაპირული და მოჩვენებითია. ამ ზედაპირულ დაუმორჩილებლობაშიც მეტი ნეგატივია, ვიდრე პოზიტივი, ვინაიდან საქ. ხელისუფლება სრულ მონობაშია თურქეთის მიმართ (12 აგვისტოს, მგონი, თითქმის ყველა დარწმუნდა ამაში) და ხსნას ელის არაბული ქვეყნებიდან მოსალოდნელ ინვესტიციებში. დასავლეთს საქართველოსთვის თავისუფალი საინვესტიციო თანხები არ გააჩნია და არც ამ ინვესტირების სურვილი აქვს, ამიტომ, ლარის ჩამოშლის პრევენცია მხოლოდ თურქულ-არაბულ (პლუს ჩინური) ინვესტიციებით (ძირითადად, ინფრასტრუქტურულით), ესახებათ.

აი ამ უბედურებაში გაჩხირეს ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ძალა და ენერგია რეგიონში საჩვენოდ გამოგვეყენებინა. ახლაც არის ამის შანსი, როდესაც აზერბ.ჯანი და სომხეთი დისტანციაზე არიან რუსეთთან. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთისკენ შეუძლია მხოლოდ რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელიც დაამხობს არსებულ ძირგამომპალ რეჟიმს. თუმცა ასეთი “რევოლუციური” ძალა არ ჩანს და არც გამოჩნდება, მცონარებას მიცემული ქართველობა ვერ შობს სიახლეს.

 

გულბაათ რცხილაძე, სოც.ქსელი