„რუსეთის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვას აზრი არ აქვს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.