რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგების წინააღმდეგია. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„უტვინო გალური მამალი“ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის იდეას ვერ ეშვება. მკაფიოდ ითქვა: სამშვიდობოებად არავითარი ნატოს ჯარები. რუსეთი ასეთ „უსაფრთხოების გარანტიას“ არ დათანხმდება. თუმცა ხრინწიანი, საცოდავი ფრინველი აგრძელებს ყივილს, რათა დაამტკიცოს, რომ საქათმის მეფეა“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.