The Jerusalem Post: „ცაჰალმა“ ქალაქ ღაზაში შეჭრა დაიწყო

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა დაადასტურა, რომ „ცაჰალმა“ ქალაქ ღაზაში შეჭრის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„ჩვენი ძალები უკვე აკონტროლებენ ქალაქის გარეუბნებს“, – განაცხადა მან.

დეფრინმა ასევე დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირაში 60 000-მდე გაწვევის ბარათი გაიგზავნება, ხოლო თვის ბოლომდე დამატებით 20 000-ის გაგზავნაც იგეგმება.

მისი განცხადებით, ისრაელის თავდაცვითი ძალები მუშაობენ იმაზე, რომ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების, ასევე დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.