აშშ-ის ნაციონალური დაზვერვა თანამშრომელთა რაოდენობას 40%-ით ამცირებს

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვა თანამშრომელთა შტატის 40%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შედეგად ბიუჯეტი 700 მლნ აშშ დოლარის ეკონომიას შეძლებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, ამ ღონისძიებების შემდეგ ამერიკული დაზვერვა უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება.

შემცირებები შეეხება გარე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრს, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ და ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაციონალურ ცენტრს, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების ცენტრს. ასევე იგეგმება ნაციონალური დაზვერვის უნივერსიტეტის დახურვა, რომელიც პენტაგონის თავდაცვის ნაციონალურ უნივერსიტეტთან გაერთიანდება.

ტულსი გაბარდმა აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის სააგენტოს უფროსის თანამდებობა 2025 წლის თებერვალში დაიკავა. მისი აზრით, აშშ-ში სადაზვერვო ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ხდება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.