ილჰამ ალიევი: სომხეთთან შეთანხმების პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთთან შეთანხმების პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ავტორები ვართ ჩვენც. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო აღებული საფუძვლად მუხლების შემუშავებისას. ამ დოკუმენტის პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილია სახმელეთო კავშირი ჩვენს ისტორიულ მხარესთან – ნახიჭევანთან“, – განაცხადა ალიევმა.