ჩინეთში ვიზიტამდე 1 კვირით ადრე ინდოეთმა ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტა გამოცადა – CNN

ინდოეთმა წარმატებით გამოცადა ადგილობრივი წარმოების საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მისი გეოპოლიტიკური მეტოქის, ჩინეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა შეუძლია, – აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რაკეტა სწორედ მაშინ გამოცადეს, როცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩინეთში პირველი ვიზიტისთვის ემზადება.

რაკეტა სახელწოდებით – „Agni 5“ ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში გაუშვეს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 5000 კილომეტრზე მეტია.

„ინდოეთი და ჩინეთი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენისთვის სასტიკ ბრძოლაში არიან ჩართულნი. ორივე ქვეყანას ცივი ურთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც 2020 წელს ჰიმალაის საერთო საზღვარზე მომხდარმა სასიკვდილო შეტაკებებმა ისინი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დააშორა“, – წერს ამერიკული მედია.

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ინდოეთი ცდილობს დაეწიოს ჩინეთს, რომელიც თავის არსენალს აფართოებს. ივნისში გამოქვეყნებული SIPRI-ის ანგარიშის თანახმად, ჩინეთს ამჟამად დაახლოებით 600 ბირთვული ქობინი აქვს, ხოლო ინდოეთს – 180.