დედამიწისკენ თავბრუდამხვევი სიჩქარით მოძრაობს ამოუცნობი ობიექტი.
მკვლევართა გამოთვლებით, ის 19 კმ-ზე მეტი სიგანისაა და ჩვენს მზის სისტემაში ისე მოძრაობს, რომ 19 დეკემბერს ჩვენგან დაახლოებით 273 588 480 კილომეტრის მანძილზე აღმოჩნდება. ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი მისი შესწავლისთვის. თუმცა ეს მანძილი ძალიან დიდია იმისთვის, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნას დედამიწას.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს უცნაური ობიექტი, რომელსაც ასტრონომები 31/Atlas-ს უწოდებენ, შეიძლება უცხოპლანეტელების ხომალდი იყოს, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ზონდების გაშვებას აპირებს.
ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამმა მეცნიერმა, ასტროფიზიკოს ავი ლობის ხელმძღვანელობით, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ისინი ვარაუდობენ, რომ არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს უცხოპლანეტელების “მტრული“ ტექნოლოგია.
ნიკ პოუპი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უცხოპლანეტელი მფრინავი ობიექტების ყოფილი გამომძიებელი ამბობს:
“ის უჩვეულო ზომისაა, სწრაფია, უჩვეულო კურსით მოძრაობს და უჩვეულოდ იქცევა – ეს ყველაფერი კი ძალიან ჰგავს რაღაც კარტოგრაფიულ ან კვლევით მისიას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, უბრალოდ, კომეტა ან ასტეროიდიც აღმოჩნდეს, თუმცა ვარსკვლავთშორისი, რაც თავისთავად საინტერესო და ძალიან იშვიათი მოვლენაა… კარგი ამბავი ისაა, რომ ამის შემოწმება შესაძლებელია. მალე გავიგებთ, გვექნება თუ არა საქმე უცხოპლანეტელებთან პირველ კონტაქტთან… თუ ეს უბრალოდ დიდი ქვა აღმოჩნდება“.
ის ჰარვარდის ექსპერტების მიერ წამოყენებულ ექვს მთავარ თეორიას ასე ხსნის:
“ის ზედმეტად დიდია ასტეროიდისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მზის სისტემაში ასტეროიდები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ ეს მათ საშუალო ზომაზე ბევრად დიდია.
მისი აჩქარების სიჩქარე უჩვეულოა ბუნებრივი ობიექტისთვის. ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოთვლებით, ის დაახლოებით 209,214.72 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ნასა-ს თქმით, ამ სიჩქარით ის მზის სისტემის ყველაზე სწრაფი სტუმარია.
ის ძალიან გვიან შევნიშნეთ. ეს იმიტომ, რომ გალაქტიკის ცენტრიდან მოფრინავს, სადაც უამრავი დაბრკოლება, სინათლე და ვარსკვლავია. თუ ვინმეს ფარულად სურს ზონდის გამოგზავნა ჩვენს მზის სისტემაში, სწორედ ამ კურსს აირჩევდა.
იმ მომენტში, როდესაც ობიექტს შეუძლია რაიმე უჩვეულო, მაგალითად, მოულოდნელი მანევრის შესრულება, მზე ჩვენი ხედვის არეალს ფარავს. ამიტომ, ვერ შევძლებთ ამ პროცესის დაკვირვებას. სწორედ ეს ხდის მას ასე ძნელად შესამოწმებელს.
ის ვენერასთან, მარსთან და იუპიტერთან ახლოს გაივლის. ეს ჰგავს კარტოგრაფიულ ან კვლევით მისიას. ბუნებრივად ამის ალბათობა ძალიან დაბალია – მოხსენებაში ვარაუდობენ, რომ ეს დაახლოებით 0.005 პროცენტია. რაც სტატისტიკურად უმნიშვნელოა”.
აღსანიშნავია, რომ NASA-სა და ESA-ს ოფიციალურ განცხადებებშიც ლაპარაკია ახალ აღმოჩენილ ობიექტზე, რომლის ტრაექტორიაც დედამიწის სიახლოვეს გაივლის, მაგრამ არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს, ისინი ამას კომეტად მოიხსენიებენ.
“ზუსტად არ ვიცით, საიდან, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, მზის სისტემის გარედან მოვიდა“, – ამბობს დოქტორი ლორა დრისენი, სიდნეის უნივერსიტეტის რადიოასტრონომი.
წყარო: “the sun”