საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.