ლუკა ქაჩიბაია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ცხოვრობს. უვლის მცირე მეურნეობას, არის ვეტერინარი. როგორც ამბობს, ვეტერინარი ასე გახდა: ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მერე ფრინველებიც მოაშენა, მათ შორის დეკორატიული.
საქმეში ვეტერინარი რომ დასჭირდა, რომელიც მათ ჯანსაღად გაზრდა-მოვლაში დაეხმარებოდა, ვერ იპოვა, რადგან ამ პროფესიის ადამიანი საზოგადოდ დეფიციტია.
არადა, საქმისთვის მისი დახმარება აუცილებელი იყო და ვეტერინარულზე ჩაბარება გადაწყვიტა. დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და ახლა უმაღლეს სასწავლებელშიც აპირებს ჩაბარებას. ლუკა ქაჩიბაია თავისი მეურნეობის შესახებ გვესაუბრება, კონკრეტულად კი მის ყელტიტველა ქათმებსა და ციცრებზე.
ლუკა ქაჩიბაია:
– თავიდან ყელტიტველა ქათმები მყავდა, რადგან ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო. მერე მოვიყვანე ლივენური ჯიშის ქათმები, შემდეგ`აბრეშუმები, ბუმბულის ნაცვლად ბეწვი რომ ჰქონდათ, თან მათზე მოთხოვნაც დიდი იყო. მოვაშენე ფარშავანგი, ხოხობი. ახლახან რუანის ჯიშის იხვიც ვიყიდე. განსხვავებული ჯიშია, ისეთი, როგორიც ბროილერის ქათამი, ოღონდ იხვის ჯგუფში, მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, წელიწადში დაახლოებით 200 კვერცხს დებს.
ამდენი ფრინველი რომ დაგროვდა, ჩემი გამოცდილება მათ მოსავლელად, ვეტერინარული მომსახურებისთვის საკმარისი აღარ იყო. სპეციალისტიც ადვილი მოსაძებნი არ გახლდათ და ასე გავხდი ვეტერინარი. ცოტა ხნის წინ სენაკში ვეტაფთიაქიც გავხსენი. ისეთი სიმწარე მაქვს გამოვლილი, ახლა მაქსიმალურად მხარში ვუდგავარ მოსახლეობას…
– მოდი, ყელტიტველა ქათამზე ვისაუბროთ…
– თავიდან, როდესაც ფრინველების მოშენება დავიწყე და ქათმის კვერცხს ან წიწილებს შევიძენდი, რამდენიმე ყელტიტველა გამოერეოდა. ასე დავიწყე მათი მოგროვება და გავამრავლე. მათში აუცილებელია გენეტიკის დაცვა. კვერცხს რომ ვყიდულობდი, ხომ არ ვიცოდი, ერთმანეთის და-ძმა იყო თუ არა, ამიტომ ვცდილობდი… განაგრძეთ კითხვა: