ტრამპმა ინფანტინოს პუტინთან ერთად ალასკაში გადაღებული ფოტო “გაუძრო” და ფეხბურთის ჩემპიონატზე პუტინის ჩამოსვლა დაუანონსა

პარასკევს საღამოს (ადგილობრივი დროით) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი იყო კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში. ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ არაერთი სასიამოვნო ჟესტი გამოხატა – მაგალითად, ტრამპმა New-York-New-Jersey სტადიონზე ტურნირის ფინალში პირველი ბილეთი მიიღო.

უცებ ტრამპი თავის მაგიდაში ქექვას იწყებს

ოვალურ კაბინეტში გამართული ღონისძიების დროს დონალდ ტრამპმა უცნაური სიტუაცია შექმნა. მოულოდნელად, 79 წლის პრეზიდენტმა მაგიდიდან ალასკაში პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო ამოიღო, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა გაუგზავნა:

„ახლახან მივიღე ფოტო იმ ადამიანისგან, რომელსაც ნამდვილად სურს ჩემპიონატზე ყოფნა. მან დიდი პატივისცემა გამოხატა ჩემსა და ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ნაკლებად სხვების მიმართ, თუმცა მე ვაპირებ მისთვის ფოტოს წავაწერო. მივიღე ფოტო და ვიფიქრე, რომ მოგეწონებოდათ მისი ნახვა“.

შემდეგ ტრამპმა განაგრძო: „ეს არის კაცი, სახელად ვლადიმირ პუტინი, რომელიც, მე მჯერა, რომ [მსოფლიო ჩემპიონატზე] ჩამოვა, იმისდა მიხედვით, თუ რა მოხდება. შეიძლება ჩამოვიდეს, შეიძლება არა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება. მომდევნო რამდენიმე კვირაში ბევრი რამ გველის წინ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მისი კარგი ფოტოა. კარგია, ეს ჩემთვის მისაღებია – მისი მხრიდან კი სასიამოვნოა. ძალიან კარგი გააკეთა, რომ გამომიგზავნა“ – ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტს პორტალი yahoo.

ოვალურ ოფისში შეხვედრაზე, ტრამპმა და ფიფას ბოსმა დათქვეს, რომ გუნდების ჯგუფებში დაწყვილება ვაშინგტონის კენედის ცენტრში ამა წლის 5 დეკემბერს შედგება.