გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა …

გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელმოწერილ შეთანხმებებზეც საუბრობს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ჯამში 129 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს.

“ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი დაფინანსების 2 შეთანხმებას. აღნიშნულის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს 129 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ქვეყანას ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების და ეკონომიკაზე მისი გავლენის დაძლევაში დაეხმარება”, – წერს ევროკომისარი ვარჰეი “ტვიტერში”.

წყარო: bm.ge