ჩინეთის ხელისუფლებამ უარყო გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად მზად არის. ინფორმაციას ჩინური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა გო ჯიაკუნმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. მან აგრეთვე დასძინა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ყოველთვის იყო თანმიმდევრული და მკაფიო“.
მანამდე გერმანულმა მედიამ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობაში მზადყოფნა გათქვეს, მონაწილეობა მიიღონ გაეროს ეგიდით უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებაში.