აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს – ჭრილობა თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ვრცელდება ვერსია, რომ გასროლა, სავარაუდოდ, სამსახურებრივი იარაღიდან მოხდა.
თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სამხედრო თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში მსახურობდა, თუმცა ამბობენ, რომ კაცი ამ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.