რუსეთი ახალი ბირთვული რაკეტის გამოცდას გეგმავს? – რა ხდება ახალ მიწაზე და რატომ გადაისროლა აშშ-მა რადიაციული კონტროლის თვითმფრინავი კატარიდან ევროპაში

რუ­სე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ზა­დებს “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ – ბირ­თვუ­ლი ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი რა­კე­ტის გა­მოც­დას. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ამ მზა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და.

25 აგ­ვის­ტოს ამე­რი­კუ­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი კონ­ტრო­ლის თვითმფრი­ნა­ვი Boeing WC-135R Constant Phoenix (რე­გის­ტრა­ცი­ის ნო­მე­რი 64-14829), რო­მე­ლიც მა­ნამ­დე კა­ტარ­ში იყო ბა­ზი­რე­ბუ­ლი, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ვი­და და და­ი­წყო სა­პატ­რუ­ლო ფრე­ნე­ბი ბალ­ტი­ის ზღვა­ზე.

ეს თვითმფრი­ნა­ვი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის და­სად­გე­ნად. WC-135R-ის პატ­რუ­ლი­რე­ბა რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბას აქვს ეჭვი, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­დი­ა­ცი­ის მა­ტე­ბის საფრ­თხეა.

22 აგ­ვის­ტოს ანო­ნი­მურ­მა ტე­ლეგ­რამ-არ­ხმა “Дети Арбата“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­როვ­ში ვი­ზი­ტი­სას მო­ის­მი­ნა ან­გა­რი­ში “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ გა­მოც­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და მისი მზად­ყოფ­ნის შე­სა­ხებ, რათა ია­რაღ­ზე 2025 წლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ე­მა­ტოს რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას. ამის თა­ო­ბა­ზე და­ი­წე­რა სხვა­დას­ხვა რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, მათ შო­რის “კო­მერ­სან­ტშიც“.

ან­გა­რი­შის ში­ნა­არ­სი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ეს მოხ­და ამე­რი­კუ­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი დაზ­ვერ­ვის თვითმფრი­ნა­ვის არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან ევ­რო­პა­ში გად­მომ­ტა­ნამ­დე სამი დღით ადრე.

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ტე­ლეგ­რამ-არ­ხმა Strategic Control გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ არ­ქი­პე­ლაგ ახა­ლი მი­წის სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ “რო­გა­ჩე­ვო­ში“ და­ეშ­ვა რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი და ვერ­ტმფრე­ნი, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბორ­ტე­ბიც – ერთი А-50У და ორი Ил-976 СКИП.

  • ცნო­ბის­თვის

А-50У – რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე შო­რე­უ­ლი რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სა­დაზ­ვერ­ვო და მარ­თვის თვითმფრი­ნა­ვია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­ჰა­ე­რო სივ­რცი­სა და ზე­და­პი­რის მო­ნი­ტო­რინ­გი.

Ил-976 СКИП – “ლა­ბო­რა­ტო­რია ცაში“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია რა­კე­ტის ფრე­ნის დროს მო­ნა­ცე­მე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად. იგი, ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საც­დე­ლი გაშ­ვე­ბი­სას.

BBC-ის რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა შე­ის­წავ­ლა ახა­ლი მი­წის აე­როდ­რო­მის 10 -12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ო­დის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი თა­ნამ­გზავ­რუ­ლი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი მარ­თლაც ჩანს.

13 აგ­ვის­ტოს Reuters-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია პან­კო­ვოს საც­დელ პო­ლი­გონ­ზე უჩ­ვე­უ­ლო აქ­ტი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ექ­სპერ­ტებ­მა სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ეს ძა­ლი­ან ჰგავს რა­კე­ტის გა­მოც­დის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს.

WC-135R-მა, რო­მე­ლიც 25 აგ­ვის­ტოს ბალ­ტი­ის ზღვა­ზე პატ­რუ­ლი­რებ­და, 5 აგ­ვის­ტოს ფრე­ნა შე­ას­რუ­ლა ახა­ლი მი­წის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მას შემ­დეგ იქ აღარ ჩაფ­რე­ნი­ლა.

  • “ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ – ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტა9М730

“ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ (ნა­ტოს კლა­სი­ფი­კა­ცი­ით – SSC-X-9 Skyfall) არის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, რო­მელ­საც ენერ­გი­ის წყა­როდ პა­ტა­რა ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი აქვს. ძრა­ვის მუ­შა­ო­ბის სქე­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად უც­ნო­ბია, თუმ­ცა ბირ­თვუ­ლი ძრა­ვა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის რა­კე­ტის ფრე­ნის სი­შო­რეს.

ბოლო წლებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბო­და “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ გა­მოც­დებ­ზე, თუმ­ცა მათი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა და შე­დე­გე­ბი უც­ნო­ბია.

ერთ-ერთ სა­ვა­რა­უ­დო გა­მოც­დად მი­იჩ­ნე­ვა 2019 წლის 8 აგ­ვის­ტოს ნი­ო­ნოქ­სა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აფეთ­ქე­ბი­სას ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო “რო­სა­ტომ­მა“ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ა­ცხა­და, რომ მათი ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა, სამი კი – და­შავ­და.

ბევ­რი ექ­სპერ­ტის აზ­რით, აფეთ­ქე­ბა შე­საძ­ლოა სწო­რედ “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ გა­მოც­დი­სას მოხ­და. ამას არა­პირ­და­პირ ადას­ტუ­რებს ისიც, რომ არ­ხან­გელსკის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში “რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი“ მი­იყ­ვა­ნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ იყო ერთ-ერთი ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­ზეც პუ­ტინ­მა 2018 წლის 1-ელ მარ­ტის ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბის მი­მარ­თვა­ში ილა­პა­რა­კა. წყა­რო