დააკავეს მედდა, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს ოქროს სამკაულებს და სხვა ნივთებს ჰპარავდა

ხარ­კო­ვის ოლ­ქში მდე­ბა­რე ერთ-ერთი მორ­გის ექთა­ნი გარ­დაც­ვლილ ჯა­რის­კა­ცებს სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბებს, ოქ­როს და სხვა ნივ­თებს ჰპა­რავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “უნი­ა­ნი“ რე­გი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა, რომ მე­უღ­ლის ცხე­დარს ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი არ ეკე­თა და სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

“გა­მო­ძი­ე­ბის დროს დად­გინ­და, რომ ბეჭ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან კავ­შირ­ში იყო “ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის ბი­უ­როს“ ჩუ­გუ­ე­ვის ფი­ლი­ა­ლის უმ­ცრო­სი ექთა­ნი“, – ავ­რცე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ასე­ვე მო­ი­პა­რა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ჯაჭ­ვე­ბი და ა.შ. მან გარ­დაც­ვლი­ლებს თი­თე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ბე­ჭე­დი ქლი­ბით მო­აჭ­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­ა­ლომ­ბარ­და.

ჩხრე­კის დროს ბრალ­დე­ბულს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­კა­უ­ლი და ლომ­ბარ­დე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ქვით­რე­ბი ჩა­მო­არ­თვეს. ქალი და­ა­კა­ვეს.