ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში

მარნეულში „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. მათივე ცნობით, დაზიანებულია „მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

 

“ინტერპრესნიუსი”