აზერბაიჯანის არმია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ინტენსიურ ბრძოლას განაგრძობს, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ცნობით, 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანულმა ძალებმა ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.
“აიპიენი”