ქართველების ეთნიკურად გადასარჩენად მხოლოდ ერთი გზა მესახება

არ გეგონოთ, რომ საქართველო მარტო არაბთა, ინდო-პაკისნელთა და თურქული მოდგმის ხალხთა ასპარეზი დარჩება. გუშინ მეგობარმა გამომიარა, რომელიც დიდი ხანია, ცდილობს საკმაოდ ძვირად ღირებული საოფისე-საცხოვრებელი ფართის გაყიდვას თბილისში და მომახარა – ებრაელი მყიდველია, ისრაელიდან ჩამოვიდა, კარგი მაკლერია, 7 ბინა უკვე აყიდინა ებრაელებს და ჩემს ფართსაც გაყიდისო… ასე რომ, მუსლიმანურ სამყაროს ებრაელები დაგვიბალანსებენ – “ნუ გეშინია”, ერო!:


რაც შეეხება ქართველების ეთნიკურ გადარჩენას, სერიოზულად, მე მხოლოდ ერთი შანსი მესახება:
რუსეთიდან, ბელარუსიდან, თუნდაც უკრაინიდან ჩამოსული წყვილები, რომლებსაც ჯერ კიდევ უხვად ვხედავთ, თუკი დარჩებიან აქ, გააჩენენ შვილებს და მათი შვილები ჩვენს შვილებთან მერე შექმნიან შერეულ ოჯახებს, მართლმადიდებლური ცნობიერებითა და, იმედია, რწმენით. ზოგიერთი ჩემი მეგობარი წერდა, “უცხოტომელებზე” – არ არის რუსი და არც სხვა მართლმადიდებელი ჩემთვის უცხოტომელი,. უცხოტომელი არის ნარკოვაჭარი, მპარავი, მკვლელი და ახვარი “ქართველი”, როგორებითაც გაივსო ერი.

 

გულბაათ რცხილაძე

(სოც .ქსელში)