საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა.
„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად არ შეესაბამება იქ შეთანხმებულ საკითხებს. ახლა ყველა სამმხრივ შეხვედრაზე საუბრობს, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პუტინსა და ტრამპს შორის ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა“, – განაცხადა უშაკოვმა.
ინფორმაციისთვის, 15 აგვისტოს ალასკის ქალაქ ანკორიჯში რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ.