პუტინის თქმით, ევროპის განცხადებები, რომ რუსეთი მასზე თავდასხმას გეგმავს, პროვოკაცია, ან სრული არაკომპეტენტურობაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, სრული აბსურდია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„რაც შეეხება „რუსეთის აგრესიულ გეგმებს ევროპის მიმართ“, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სრული სისულელეა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, ევროპის განცხადებები რუსეთის მიერ მასზე თავდასხმის სავარაუდო გეგმების შესახებ პროვოკაცია, ან სრული არაკომპეტენტურობაა.