აქციის დაკავებულ მონაწილეებს შორის არის “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ოთარ ჩრდილელის შვილი – რა დეტალებია ცნობილი

დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ამ ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

  • Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლის, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის და ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ოთარ ჩრდი­ლე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანუ­კი ჩრდი­ლე­ლი. ოთარ ჩრდი­ლე­ლი კახი კა­ლა­ძის მე­გო­ბა­რია.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე გვე­უბ­ნე­ბა, ანუ­კი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნას აპ­რო­ტეს­ტებ­და.

“ახალ­გაზ­რდე­ბი გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლობ­დნენ. ანუ­კი სა­ერ­თოდ, ტრო­ტუ­არ­ზე იდგა. პო­ლი­ცი­ამ მათი და­კა­ვე­ბა რომ და­ი­წყო, მა­საც მოჰ­კი­დეს ხელი და მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს”, – გვიყ­ვე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანუ­კი ოთარ ჩრდი­ლელს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

“ანუ­კი ძა­ლი­ან კარ­გი, ჭკვი­ა­ნი და აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა, ჩვენ­თან მე­გობ­რობს და მუდ­მი­ვად აქ­ცი­ებ­ზეა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თუ არ ვცდე­ბი, ისევ წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მი­სი­ას ეხე­ბო­და პრო­ტეს­ტი, აქ­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვით პარ­ლა­მენ­ტის უკან და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად (მა­ში­ნაც აიყ­ვა­ნეს რამ­დე­ნი­მე ბიჭი) ისე ათ­რია პო­ლი­ცი­ამ, გო­გო­ნა სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი იყო. ვურ­ჩევ­დით, სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ტა­ნა, მაგ­რამ უარი თქვა, რა აზრი აქ­ვსო, ამ­ბობ­და”, – გვიყ­ვე­ბა ანუ­კი ჩრდი­ლე­ლის მე­გო­ბა­რი.

ცნო­ბის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.