სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების განთავსების შესაძლებლობას არ განიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩარევის საკითხი არ განუხილავთ.
“აიპიენი”