ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. აღნიშნულის შესახებ რუტემ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.
„რატომ უნდა გვაინტერესებდეს რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ეს მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა რუტემ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც ვიღაც კვლავ იყურება მოსკოვისკენ.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. თუ უკრაინა მოისურვებს ძალების ყოფნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, მშვიდობის მხარდასაჭერად – ეს მათი საქმეა. ჩვენ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ „პუტინის გაძლიერება“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.