მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ორი ადამიანი რჩება. მამა-შვილი ქველაძეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. ექიმის ინფორმაციით გიორგი ქველაძის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო ლაშა ქველაძე მსუბუქადაა დაშავებული და კლინიკას მალ დატოვებს.
„გუშინ კილინიკაში შემოვიდა 31 კაცი, რომელსაც ჰქონდა გულისრევა-ღებინება და საერთო სისუსტე. შეფასდა მისი მდგომარეობა. ჩაუტარდა კლინიკა-ლაბორატორიული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, დაისვა ტვინის შერყევის დიაგნოზი. ასევე სახის არეში აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები. ამჟამად აგრძელებს სტაციონალურ მკურნალობას. რაც შეეხება 60 წლის კაცს, მისი მდგომარეობა უფრო საყურადღებოა. მას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, აღენიშნება ტვინის შერყევა. კეფის არეში ჰემატომა.აქვს ასევე ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია და ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს“,- აცხადებს კლინიკის ექიმი.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა გოგნიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
“იმედინიუსი’