ევროპელები ხელს უშლიან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას და არა ხელს უწყობენ ამ პროცესს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა აგრძელებს მცდელობებს, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციოს.
„რა იყო უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? მცდელობა, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციონ. ანუ, ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობების გაგრძელებას“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი.