რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საუკეთესო ადგილია რუსეთსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრისთვის. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.