“მე აშშ-სთან საქმე არ მაქვს, მე რუსი ვარ” – სტივენ სიგალი

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა სტი­ვენ სი­გალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავს რუ­სად მი­იჩ­ნევს.

  • “მე აშშ-სთან არ საქ­მე არ მაქვს, მე რუსი ვარ,” – ასე უპა­სუ­ხა მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის დი­ა­ლო­გის შე­სა­ხებ, აღ­მო­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის პლე­ნა­რუ­ლი სე­სი­ის შემ­დეგ.

სტი­ვენ სი­გა­ლი, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ-აშშ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, აღ­მო­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ა­შია.

ცნო­ბე­ბი სტი­ვენ სი­გა­ლის შე­სა­ხებ:

სტი­ვენ სი­გა­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბია. ის ცნო­ბი­ლია ფილ­მე­ბით: “კა­ნო­ნის ზე­მოთ“, “ალ­ყა­ში“, “სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ში“, “პატ­რი­ო­ტი“, “გა­ნად­გუ­რე­ბა ბრძა­ნე­ბუ­ლია“, “მო­ღა­ლა­ტე“ და სხვა.

2016 წელს მან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო.

2024 წლის 30 მა­ისს, “სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი წვლი­ლის­თვის“, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სტი­ვენ სი­გალს მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნი გა­დას­ცა.