უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან განიხილავს არა ერთეული, არამედ ათასობით სამხედროს განთავსებას. ამის შესახებ ზელენსკიმ უჟგოროდში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ინფორმაცია არის, რომ 10 ათასი სამხედრო იქნება. კიდევ ერთხელ,არ ვისაუბრებ რაოდენობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. დიახ, ეს ნამდვილად არ იქნება ერთეული, არამედ ათასობით, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მანამდე კი, The Wall Street Journal-ს ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროპელმა სამხედრო მეთაურებმა შეიმუშავეს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსების დეტალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში სახმელეთო ძალების ორი ჯგუფის განთავსებას