უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი: ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს.

ამის შესახებ იუსოვმა გამოცემა „ნოვოსტი.ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რა როლს თამაშობს ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერაში, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ.

„სამხედრო დახმარება არ არსებობს. დანარჩენი კი რთული დიპლომატიური პროცესის საკითხია“, – განაცხადა იუსოვმა.