პესკოვი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი ეფექტი არ ჰქონია

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულმა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, ალბათ, ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ბოლო, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამ უპრეცედენტო რაოდენობას არანაირი ეფექტი არ ჰქონია. ისინი აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.