ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ პოლონური მხარე უკრაინის ტერიტორიიდან მოახლოებული ამოუცნობი საფრენი აპარატების შესახებ გააფრთხილეს, ხოლო რამდენიმე მათგანი თავად ჩამოაგდეს

ბელარუსმა პოლონური მხარე დრონების შეჭრის შესახებ გააფრთხილა და რამდენიმე მათგანი თავად ჩამოაგდო, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაველ მურავეიკომ.

„ამანა პოლონურ მხარეს საშუალება მისცა უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით ოპერატიულად ემოქმედა, ჰაერში აეწია რა საკუთარი მორიგე ძალები. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პოლონურმა მხარემაც ბელარუსის მორიგე ძალებს შეატყობინა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრებთან უკრაინის ტერიტორიიდან მოახლოებული ამოუცნობი საფრენი აპარატების შესახებ“, – განაცხადა მურავეიკომ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ბელარუსი მუდმივად ადევნებს თვალს დრონებს, რომლებმაც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების გამო კურსი დაკარგეს. „კურსს აცდენილი უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩვენი ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაანადგურა“, – აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.