პოლონეთში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, ქვეყანას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ პოლონეთში ჩამოგდებული დრონები რუსული წარმოშობისაა.
ანდრეი ორდაშის თქმით, ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით კრემლს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით “რუსული” დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ, პირველადი მონაცემებით, “რუსეთის” დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში განზრახ მოხდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, რვა “რუსული” დრონი შეიჭრა.